სააკაშვილი – თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, არანაირი რეპრესიები არ იქნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა, რომელსაც ჯამურად იმდენი ხმა აქვს, როგორიც სხვა წლებში პირველივე ტურში არ ჰქონია.

ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო და ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა გადააბაროს ოპოზიციას.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ, “ქართული ოცნებამ” ხალხის დასარბევად სპეცრაზმს გამოიყენებს, სააკაშვილი ამბობს, რომ “სპეცრაზმის 90% არის ქართველი ხალხის მხარეს, ისინი არიან ქართველები, რომელი ქართველი გაბედავს და აღმართავს ხელს ქართველებზე, დღეს დავამტკიცეთ რომ ძლიერები ვართ”.

“დამთავრებულია მათი ისტორია, ერთადერთი რაც რჩება, დაუთმეთ, მიეცით საშუალება ქართველ ხალხს მშვიდობიანად გადასვლის. გვაქვს ბევრი პრობლემა. მშვიდობიანად გადადით და არანირი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად ვართ ბოლომდე დავუპირისპირდეთ. მზად ვარ, ფიზიკურადაც ბოლომდე ჩავერთო. მაგრამ, გავიმეორებ, არავის ვურჩევ არანაირ კონფრონტაციას. ჩავატაროთ გადაცემა მშვიდობიანად, ჩვენგან უნახავდ, როგორ ხდება მშვიდად, წყნარად გადაცემა. მზად ვართ, კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ, არანაირი რეპრესიები არ იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები