გიორგი კახიანი: ამ რადიკალური გუნდისგან არაფერს გამოვრიცხავ და პროვოკაციაც მოსალოდნელია

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობის“ მიერ საოლქო კომისიასთან დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობისგან” ყველაფერია მოსალოდნელი.

„ის, რაც კანონის ფარგლებში მოხდება, ამაში მათ არავინ შეზღუდავთ. მე ამ რადიკალური გუნდისგან არაფერს გამოვრიცხავ და პროვოკაციაც არის მოსალოდნელი.
​ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველაფერზე იქნება ადეკვატური რეაგირება. არავის ვუსურვებ, თავში მოუვიდეს კანონის დარღვევა. თუ ასეთი რამ მოხდა, ყველაფერს შესაბამისი კანონიერი რეაგირება ექნება. საბოლოო ჯამში შედეგი იქნება ის, რომ მიუხედავად მათი მცდელობისა, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს, გაყალბებაზეც იყო საუბარი, ამას არავინ დაიჯერებს, რადგან არჩევნებს უამრავი დამკვირვებელი ესწრებოდა“, – აღნიშნა „ქრონიკასთან“ საუბრისას კახიანმა.

ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხმების დასაცავად დღეს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საოლქო კომისიასთან შეკრებას 20:00 საათზე გეგმავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები