დავით ბაქრაძე: მშვიდობიან რვა საათს გისურვებთ ყველას

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხვალიდან ქართული საზოგადოება ახალ საქართველოში იცხოვრებს. მისივე შეფასებით, 31 ოქტომბრის საღამოს რვა საათიდან ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები დაიწყება.

“დღეს 8 საათზე მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი რიგების გარეშე უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობა და საზოგადოების ერთმანეთთან გადაკიდება. ხვალიდან უნდა ვიცხოვროთ ახალ საქართველოში ცვლილებებით, კონსოლიდაციითა და წინსვლით. მშვიდობიან რვა საათს გისურვებთ ყველას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან კომენტარი მმართველი პარტიის შესახებაც გააკეთა და განმარტა, რომ საზოგადოებას ცვლილებები უნდა და ის ახლის მოლოდინშია.

“ხელისუფლება იმ დონეზეა მისული, რომ აღარც ელოდება არჩევნების შედეგებს. წინასწარ აანონსებს, რამდენი ხმა აქვს. ეს არის საზოგადოების მორიგი უპატივცემულობა და გამოხატულება იმის, რომ შეიძლება, ზეწოლის გამოყენებით, წინასწარ დათვალო, რამდენი ხმა გაქვს. დარწმუნებული ვარ, მმართველს პარტიას ელოდება სიუპრიზი, რადგან ხალხს უნდა ცვლილებები”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები