ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კოვიდ19-ის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 917 შემთხვევა გამოვლინდა, 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ კი, 827 შემთხვევაა.
ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.
ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს სულ 11 პაციენტი ემსხვერპლა.