ბარსელონაში კორონავირუსული პროტესტი არეულობასა და მოროდიორობაში გადაიზარდა(ვიდეო)

ბარსელონაში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არეულობა მოჰყვა.

El Pais კატალონიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციაში “მემარჯვენე ჯგუფები მონაწილეობდნენ”.

ბარსელონას ცენტრში 50-მდე დემონსტრანტმა სამართალდამცველებს ქვები და ფოიერვერკები ესროლა, ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ.

არეულობის შედეგად 21 ადამიანია დაკავებული, მათგან ორი არასრულწლოვანია. სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.

ასევე მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა რაიონში მაროდიორობის მაღაზიების ძარცვა დაფიქსირდა.

კატალონიაში კოვიდ19-თან დაკავშირებით დახურულია რესტორნები, ღამის კლუბები, სილამაზის სალონები, ასევე ბოლო დღეებში დაიხურა სავაჭრო ცენტრები და სპორტდარბაზები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები