სერგი კაპანაძე: დიდი შანსია არჩევნები ისე მორჩეს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების 40.5 % აიღოს, ამიტომ მიდით არჩევნებზე
“დიდი შანსია ეს არჩევნები ისე მორჩეს, რომ 40.5 % აიღოს “ოცნებამ”, ანუ 10, 20-მა ხმამ გადაწყვიტოს დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაპანაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
“დიდი შანსია ეს არჩევნები ისე მორჩეს, რომ 40.5 % აიღოს ოცნებამ, ანუ 10, 20 ხმამ გადაწყვიტოს დარჩებიან თუ არა ხელისუფლებაში. ახლა რასაც ვუყურებ, 40-ზე ნაკლები აქვთ, მაგრამ მოერეკებიან თავის ამომრჩეველს. ამიტომ, ვინმე თუ ახლა სახლში ზიხართ და ფიქრობთ, რომ გეზარებათ, ან გეშინიათ კოვიდის, ან რამე, იცოდეთ, რომ მერე თქვენს თავს დააბრალეთ. ჩვენ ყველა ხმას დავიცავთ ბოლომდე, მაგრამ ბიულეტენი თუ არ ჩავარდა, დასაცავიც არაფერი იქნება. დააშეარეთ მაქსიმალურად. მიდით! მიდით! მიდით! ცოტა დაგვრჩა ამათ მოშორებამდე!”,- წერს სერგი კაპანაძე.