„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადმოსაყვანად და მათთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად, მუდმივად მზად ვართ“
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადმოსაყვანად და მათთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად ჩვენ მუდმივად მზად ვართ,“ – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს, რათა კოვიდინფიცირებული პაციენტების დახმარება მოხდეს როგორც ოკუპირებულ, ისე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადმოსაყვანად და მათთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად ჩვენ მუდმივად მზად ვართ. ეს პროცესი არ შეფერხებულა. ჩვენი მხრიდან არის მუდმივი თანამშრომლობა და ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა მოვახდინოთ მათთვის, როგორც ადგილზე დახმარების გაწევა, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების დამხარებით, იქ მყოფი ადამიანების გადმოყვანა და მკურნალობა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ მათ ყველა სახის დახმარება,“ – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე კორონავირუსით არის დაავადებული.