გოგი მეშველიანი: ბოლნისში 100-მდე ადამიანი ჩამოყვანილია სპეციალურად პროვოკაციების მოსაწყობად

ბოლნისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ბოლნისში, სპეციალურად ჩაიყვანეს 100-მდე ადამიანი, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

„რა ინფორმაციებიც გუშინ ვრცელდებოდა, ფაქტობრივად დღეს დადასტურდა. ვხედავთ თითქმის 100-მდე ადამიანის კონცენტრაციასა და გადაადგილებას.

ესენი ჩვენი ოლქის მაცხოვრებლები არ არიან და ჩამოყვანილები არიან სპეციალურად პროვოკაციების მოსაწყობად. ერთი ასეთი პროვოკაცია უკვე ვიხილეთ მაშინ, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს ყუთის გატაცება, თუმცა დროულად მოხერხდა ამ მცდელობის აღკვეთა.
ჩვენი აქტივი გაფრთხილებულია, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ. როდესაც პოლიტიკოსი დემონსტრაციულად იარაღით გადაადგილდება, მიმაჩნია, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია,” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები