ჯანმო -კორონავირუსი გართულებებს იწვევს, ეს არ არის ვირუსი, რომელიც მხოლოდ კლავს

ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივაში შედეგები რჩება, რომლებიც ორგანიზმის მნიშვნელოვან სისტემებს ეხება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

“უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში იმ ადამიანებთან მქონდა კომუნიკაცია, რომლებიც კოვიდ19-ის შედეგებს საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივაში აწყდებიან. რაც ნამდვილად არის შემაშფოთებელი, ეს არის სიმპტომების სპექტრი, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება, ზოგჯერ ერთმანეთს ემატება და შესაძლოა, ორგანიზმში ნებისმიერ სისტემას შეეხოს”, – თქვა გებრეისუსმა.

ორგანიზაციის დირექტორმა დააზუსტა, რომ დაავადების შედეგების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს ხველება, ქოშინი და დაღლილობა, ასევე ის იწვევდეს ძირითადი ორგანოების ანთებას და დაზიანებას, მათ შორის ზიანს ფილტვებს და გულს აყენებდეს. გარდა ამისა, გებრეისუსი თქმით, დაავადებამ კვალი, შესაძლოა ნერვულ სისტემაზეც დატოვოს.

“მიუხედავად იმისა, რომ ვირუსს ჯერ ვსწავლობთ, ცხადია ერთი: ეს უბრალოდ ვირუსი არ არის, რომელიც ადამიანებს კლავს. მათ მნიშვნელოვან ნაწილში ვირუსი რიგ სერიოზულ ხანგრძლივ შედეგებს იწვევს”,- თქვა გებრეისუსმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები