პაატა იმნაძე: დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები ზუსტად ისეთივეა, როგორც წინა წლებში, ოღონდ ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, დღესდღეობით ყველა სხვა ვირუსი კოვიდმა ჩაანაცვლა და წელს ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორც წინა წლებში.
“სტაბილურია სიტუაცია, მე ასე შევაფასებდი. არ გვაქვს მკვეთრი მატება, საბედნიეროდ. ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა უფრო მეტად დაიწყო წესების დაცვა, ანუ ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა. დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები, დაახლოებით, ზუსტად ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა, გარდა რინოვირუსებისა. ეს არის, ძირითადად, სურდოთი რომ მიდის, ის ვირუსებია მსუბუქად მიმდინარე. ანუ, ფაქტობრივად, ზუსტად ისეთივე ავადობაა, როგორც იყო შარშან ამ დროს, შარშანწინ ამ დროს, თუმცა, გაციების მაგივრად კოვიდია,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.