ევროპა პანდემიის ცენტრია, ჯანმო კონტინენტზე ვირუსის გავრცელების ტემპით შეშფოთებულია

ევროპაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა, მიმდინარე კვირას კი პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

“გასული 7 დღის განმავლობაში ევროპის რეგიონში 1,5 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამურად, 14 დღის სტატისტიკით საერთო რაოდენობა 7 მილიონიდან 9 მილიონამდე გაიზარდა და ევროპამ 10-მილიონიან ზღვარს გადააბიჯა”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმა გაიზარდა,  ერთ კვირაში გარდაცვალების რიცხვი 32%-ით გაიზარდა.

კლუგე ამბობს, რომ ვირუსი რისკ ჯგუფის ადამიანებს ისევ დაუბრუნდა, ასევე, ახალგაზრდებშიც გავრცელდა, რამაც რეგიონში შესაძლოა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კიდევ გაზარდოს.

ჯანმრთელობის შეფასების ინსტიტუტის (IHME) ინფორმაციით, რომელმაც ვითარების განვითარების მოდელირება მოახდინა, იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში ნიღბის სისტემატიური ტარების რეჟიმი მკაფიოდ დაინერგება, მაშინ 2021 წლის 1-ელი თებერვლისთვის შესაძლებელი იქნება, კონტინენტზე სიცოცხლე 266 ათას ადამიანს შეუნარჩუნდეს.

ინსტიტუტის რეკომენდაციით ასევე აუცილებელია ადამიანებმა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, უნდა შეიზღუდოს მასობრივი ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები