მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 45 018 354 შეადგენს, – სტატისტიკურ მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში ვირუსი 545 945 პირს დაუდასტურდა, 7 172 გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან პლანეტაზე გარდაცვალების 1 181 027 შემთხვევაა.
ვირუსის გავრცელებით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც თითქმის 9 მილიონი ინფიცირებული და 228 ათასი ლეტალური შემთხვევაა.
მეორე ადგილზე ინდოეთია 8 088 851 დაავადებულით და 121 090 გარდაცვლილით; მესამეა ბრაზილია 5 494 376 და 158 969; მეოთხე რუსეთია 1 570 446 ინფიცირებულით და 27 111 გარდაცვლილით.
რაც შეეხება ევროპის კონტინენტს – აქ მილიონია ბარიერი საფრანგეთს და ესპანეთს აქვთ გადალახული, თუმცა საფრანგეთმა ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით ესპანეთს გადაასწრო, აქ 1 327 852 ინფიცირებულია, ხოლო ესპანეთში 1 160 083 დაავადებულია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მილიონი ზღურბლი გადალახული აქვს არგენტინას და კოლუმბიას, ამ მაჩვენებელს უახლოვდება ბრიტანეთი და მექსიკა.
მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 30 302 042-მა პირმა შეძლო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.