ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს ორი პაციენტი ემსხვერპლა, კიდევ 68 დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19 -ს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა, 68 დაინფიცირდა.

​სულ ე.წ. რესპუბლიკაში 38 ლეტალური შემთხვევაა და 4126 ინფიცირებული.

გუდაუთის საავადმყოფოში 135 პაციენტი მკურნალობს, მათგან 29-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 36 საშუალო სიმძიმისაა.

მრავაპროფილურ ჰოსპიტალში 55 პაციენტი იმყოფება, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

ვირუსის დამარცხება სულ 2170 -მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები