“წინა არჩევნებზე გაკეთებული კვლევების 22%-იან ცდომილებაზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო” – გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის წინასაარჩევნო კვლევას იხსენებს

„წინა საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთებულ კვლევებზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო 22%-იან ცდომილებაზე?”, – საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებულ კვლევებს იხსენებს.

„გრუ-ს ინსტრუქციაში რა წერია, არ შეიმჩნიოთ და უტიფრად განაგრძეთ სახეში ფქვილის ყრაო? 55%-ზე რომ ხარხარებენ, აი, ის, ხელისგულზე სატარებელი ოქრო ხალხი”, – წერს გურამ ნიკოლაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ცნობისათვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რუსთავი2″-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა” იგებდა, კენჭისყრის შედეგებმა კი კვლევებისგან სრულიად განსხვავებული სურათი აჩვენა. „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 150 მანდატიდან 115 მანდატი აიღო.
წინასაარჩევნო კვლევა ტელეკომპანიის იმდროინდელი მენეჯმენტის (დირექტორი – ნიკა გვარამია) დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები