„ამ დროს კოხტად იჯდა „ნაციონალური მოძრაობის” სიაში დღევანდელი „გირჩის” ლიდერი” – რას იხსენებს თამარ ჭუმბურიძე

ინტერნეტმომხმარებელი, თამარ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდების საყურადღებოდ პოსტს აქვეყნებს.

ჭუმბურიძემ 2012 წლის არჩევნები გაიხსენა, როდესაც „ქართულ ოცნებას” საარჩევნო კამპანია 7 ნომრით ჰქონდა დაგეგმილი და ამ ნომრის გამოყენება არჩევნების წინ აუკრძალეს.

„ახალგაზრდების საყურადღებოდ! 2012 წელს „ქართულ ოცნებას”, როდესაც მთელი კამპანია 7 ნომრით ჰქონდა ჩატარებული, არჩევნების წინ აუკრძალეს მისი გამოყენება და ,,41,, არგუნეს. შემდეგ, ამ ინფორმაციის ამომრჩევლამდე მიტანის შანსიც რომ არ ჰქონოდათ, სატელიტური თეფშები დაუყადაღეს საბაჟოზე, ხოლო ,,მე-9 არხის,, სატელევიზიო აპარატურა ისევ საბაჟოზე, მაღალი ძაბვის მიერთებით დაწვეს, რითაც მედიით ინფორმაციის გადაცემის საშუალებაც მოუსპეს. როდესაც ,,მე-9 არხმა,, აპარატურის შესაკეთებლად „სტერეო+”-ს მიმართა (რა თქმა უნდა, არა უფასოდ), კომპანიის შენობა შტურმით აიღეს და დირექტორი გადააყენეს, რადგან დამფუძნებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებსო.

ამ დროს კოხტად იჯდა „ნაციონალური მოძრაობის” სიაში დღევანდელი „გირჩის” ლიდერი, რომელმაც, ახალგაზრდული მოძრაობის ნიშის დაკავებით, მათი გააქტიურებისა და პოლიტიკურად გაცოცხლების იმედი მოსპო კიდევ კარგა ხნის განმავლობაში. ესაა ჩემი კომენტარი წინასაარჩევნოდ. მეტს არაფერს დავპოსტავ. ვფიქრობ, ამ პოსტში ყველაფერია ნათქვამი იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს”, – წერს თამარ ჭუმბურიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები