საფრანგეთში გამვლელებზე დღეს კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა

საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მამაკაცის ლიკვიდირება სამართალდამცველებმა შეძლეს.

მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

დღეს საფრანგეთში გამვლელებზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა. ქალაქ ნიცაში ინციდენტის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა გაზრდილი, რამდენიმე დაიჭრა.

როგორც ქალაქის მერმა, კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, თავდამსხმელი დაკავებულია და სახეზეა ტერაქტის ნიშნები.

სამართალდამცველებმა კვარტალი შემოსაზღვრეს, მიმდინარეობს შემოწმება, რადგან ასევე შევიდა შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ადგილზე მიემართება.

ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთში საფრანგეთის საელჩოს დაცვის წევრი დაჭრეს, რომელიც ჰოსპიტალიზებულია, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ბოლო დროს საფრანგეთში ადამიანებზე თავდასხმის ეს უკვე მეორე ფაქტია. 16 ოქტომბერს პარიზთან ახლოს თავს კოლეჯის პედაგოგს დაესხნენ და თავი მოკვეთეს იმის გამო, რომ მან გაკვეთილზე მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა უჩვენა.

ამის შემდეგ მაკრონმა ქვეყნის შიგნით რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გამკაცრების განკარგულება გასცა და ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნებას არ აკრძალავს, რადგან ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება.

შეგახსენებთ ასევე იმას, რომ ნიცაში უკანასკნელი მსხვილი ტერაქტი 2016 წლის 14 ივლისს მოხდა, როდესაც ექსტრემისტი ხალხში სატვირთოს გამოყენებით შევარდა. მაშინ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები