ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დღეს გამვლელებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი სამამდეა გაზრდილი, კიდევ რამდენიმე პირი დაიჭრა, მათი რიცხვი არ ზუსტდება.

როგორც ქალაქის მერმა, კრისტიან ესტროზიმ განაცხადა, თავდამსხმელი დაკავებულია.

“ადგილზე ვიმყოფები ეროვნულ და მუნიციპალურ პოლიციასთან ერთად, რომლებმაც თავდამსხმელი დააკავეს. ვადასტურებ,  გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ ეს თავდასხმა, რომელიც ნიცას ღვთისმშობლის ბაზილიკასთან ახლოს მოხდა, მიანიშნებს ტერაქტზე”, – თქვა მან.

სამართალდამცველებმა კვარტალი შემოსაზღვრეს, მიმდინარეობს შემოწმება, რადგან ასევე შევიდა შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ადგილზე მიემართება.

ბოლო დროს საფრანგეთში ადამიანებზე თავდასხმის ეს უკვე მეორე ფაქტია. 16 ოქტომბერს პარიზთან ახლოს თავს კოლეჯის პედაგოგს დაესხნენ და თავი მოკვეთეს იმის გამო, რომ მან გაკვეთილზე მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურა უჩვენა.

ამის შემდეგ მაკრონმა ქვეყნის შიგნით რადიკალური ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გამკაცრების განკარგულება გასცა და ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მსგავსი კარიკატურების გამოქვეყნებას არ აკრძალავს, რადგან ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება.

შეგახსენებთ ასევე იმას, რომ ნიცაში უკანასკნელი მსხვილი ტერაქტი 2016 წლის 14 ივლისს მოხდა, როდესაც ექსტრემისტი ხალხში სატვირთოს გამოყენებით შევარდა. მაშინ ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები