თამარ ჟვანია: საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გააკეთონ
„2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები, ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გააკეთონ.
„2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა და ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები, ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. 31 ოქტომბერს კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის აუცილებელი პრევენციული ღონისძიება და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების პრევენციას. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანში ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც აღიარებულია, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არის რისკის მატარებელი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.