ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ბიბილოვი მძიმე ვითარებაზე საუბრობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 768 შემთხვევა, ხოლო რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნიდან 678 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსს სულ 6 პაციენტი ემსხვერპლა.

ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსის გავრცელების ტემპის შეფასების დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “ვითარება ძალიან მძიმეა”.

თუმცა, მისი თქმით, იმ დახმარებით, რომელსაც რუსეთი უჩენს ცხინვალს, “ვირუსს შევებრძოლებით”.

მძიმე ეპიდვითარებაზე ასევე ე.წ.მთავარი რეანიმატოლოგი, ალექსანდრე პლიევი საუბრობს. მისი თქმით, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, პალატები კი გადავსებულია, პაციენტების ნაწილი დერეფნებშია განთავსებული, “თუ პალატა 6 პაციენტზეა გათვლილი, იქ 10 ადამიანი იმყოფება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები