ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388

ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში-1 649.

სულ 6-28 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 9 728 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, საიდანაც თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები