სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად იზრდება

სომხეთში, ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 2383-ით გაიზარდა, სულ რესპუბლიკაში უკვე 85 034 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუს კიდევ 29 პაციენტი ემსხვერპლა, ამრიგად ჯამში ლეტალური შემთხვევების რიცხვი უკვე 1272 შეადგენს.

ვირუსის დამარცხება სულ 53257 პირმა შეძლო, მკურნალობას 28 548 ადამიანი აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა. ამჟამად რესპუბლიკაში კარანტინი და ე.წ. ნიღბის რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 2021 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები