ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4 ათას გადააჭარბა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 4 058-ს შეადგენს, ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 106 ადამიანს დაუდასტურდა.
ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 137 პაციენტი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 40-ის საშუალო სიმძიმის არის.
“აითარა”-ს ჰოსპიტალის ტერიტორიაზე გაშლილ მრავალპროფილურ ჰოსპიტალში 51 პაციენტია, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დამატებითი 40 საწოლის მომზადება იგეგმება გაგრის საავადმყოფოს ბავშთა განყოფილებაში, რომელიც პირველ პაციენტებს უკვე 2 ნოემბერს მიიღებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს სულ 36 პაციენტი ემსხვერპლა, 2071 გამოჯანმრთელდა.