აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში გულეიკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სოფელ გულეიკარში 2-კმ-იანი გზა მოასფალტდება.

აღნიშნულ გზაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს, დაახლოებით, 800-მდე მოქალაქე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 100 000 ლარით ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინდიკო“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები