ბარდაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვიც არის

აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ბავშვიც ემსხვერპლა.

ამის შესახებ ბარდას რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ალიარ სარვაროვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მათ საავადმყოფოში 40-მდე დაჭრილი მიიყვანეს, უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა.

“დაჭრილთა შორის არიან 15-16 წლის ასაკის ბავშვებიც, ასევე, იყო 16 წლის მოზარდი, რომელმაც გულის არეში ჭრილობა მიიღო და რომლის გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა”, – თქვა ექიმმა.

დღეს ქალაქ ბარდაზე განხორციელებულ იერიშს, სულ მცირე, 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 70-მდე დაშავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები