გამოიცა ახალი გზამკვლევი – "უჯარმიდან-ალავერდამდე"
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში შემავალი მუზეუმ-ნაკრძალების პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სააგენტოს საგანმანათლებლო განყოფილებამ მოამზადა და გამოსცა ახალი გზამკვლევი “უჯარმიდან-ალავერდამდე”. წელს ეროვნული სააგენტო კიდევ ერთ, ამჯერად, კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შესახებ გზამკვლევს გამოსცემს. 2009-2012 წლებში ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა და გამოსცა გზამკვლევები: დიდი მცხეთა, ვარძია, უფლისციხე, გრემი, ხევი (სტეფანწმინდა), ფიროსმანი და ნოქალაქევი. 2013 წელს ვარძიისა და უფლისციხის ალბომების რეპრინტი განხორციელდა. გზამკვლევების შეძენა შესაძლებელია მუზეუმ-ნაკრძალების საინფორმაციო ცენტრებსა და თბილისის წიგნის მაღაზიებში.