“ამერიკის შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ არჩევნებმა საქართველოში შეუფერხებლად ჩაიაროს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში აცხადებს. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
ელჩის თქმით, არჩევნების წარმატება საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
„უბრალოდ, მოვუწოდებდი ხალხს, ატარეთ ნიღაბი, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ, მიდით არჩევნებზე. შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს, რომ ამ არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიაროს. უკვე ბევრი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა, მიუხედავად კოვიდპანდემიისა.
საბოლოოდ, ამ არჩევნების წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა დაფიქსირდება საარჩევნო ყუთთან. ქართველ ხალხზეა დამოუკიდებული, თუ ვინ უნდათ, რომ მართოს მათი ქვეყანა. შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ არ გვყავს ფავორიტი პარტია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, – აცხადებს კელი დეგნანი.