ამირან გამყრელიძე: არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, ყველა ჩვენგანმა მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოვიხადოთ

„ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ცესკო-ს დადგენილება, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას ეხება, საერთაშორისო რეკომენდაციების ფარგლებშია შემუშავებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო იქნება, ამიტომ, მოსახლეობამ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს.

„ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ცესკო-ს დადგენილება, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას ეხება, შემუშავებულია საერთაშორისო რეკომენდაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რაც მოწოდებულია. მთავარია, რომ ყველა ვიყოთ პირბადით, დავიცვათ დისტანცია. ვფიქრობ, უსაფრთხო იქნება არჩევნების პროცესი. არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელაა, წელს ირჩევა საქართველოს ახალი პარლამენტი, ამიტომ, ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები