ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთია 123

“სამწუხაროდ, ინფიცირდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის ასეთი 123-ია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის მართვაში გარკვეული ხარვეზები იყოს, მაგრამ, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გაუძლებს.

„სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული არიან სიმპტომებიანი ადამიანები 1731-დან 70% -1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკჯგუფებში, დაახლოებით, 299 ადამიანი არის დადებითი. რომ შევაჯამოთ, სიტუაცია არ არის მარტივი არც გლობალურად, არც ევროპაში და არც ჩვენთან. ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება ოთხნიშნა რიცხვია უკვე, ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია. დაახლოებით, თვე-ნახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა, მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას. რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება, იყოს ან გარკვეული შემთხვევები, სადაც უკმაყოფილება არის, მაგრამ, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ. გარკვეულწილად შემიძლია, ვთქვა, რომ ოდნავ არის სტაბილიზაციის რაღაც ნიშნები, რომელიც ამ დღეებში გამოჩნდა. ალბათ, თქვენც ამჩნევთ ქუჩებში, შენობებში, რომ კულტურა პირბადის გამოყენების საკმაოდ გაიზარდა. თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე პირბადის ტარების და ეს კულტურა მყარად დაინერგება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სულ მცირე გავანახევრებთ ინფიცირების შემთხვევათა დღიურ რაოდენობას. პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია და არა დიდი შეკრებები! ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი სურათები იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი, ეს კარგია, მაგრამ თავი შევიკავოთ ამ თავშეყრებისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები