QATAR AIRWAYS-ი რეგულარულ ფრენებს საქართველოს მიმართულებით 5 ნოემბრიდან განაახლებს

Qatar Airways-ი საქართველოში რეგულარულ ფრენებს 2020 წლის 5 ნოემბრიდან განაახლებს. კომპანიამ უკვე დააანონსა, რომ რეისები დოჰადან და კატარიდან თბილისში კვირაში ერთხელ შესრულდება.

5 ნოემბრიდან, ფრენების განახლებასთან ერთად, ამოქმედდება მოთხოვნები და შეზღუდვეები საქართველოს მოქალაქეებისთვის. კერძოდ, მომხმარებლებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც გაკეთებულია 72 საათით ადრე. PCR ტესტის გარეშე მყოფი მომხმარებლები გაივლიან 8-დღიან კარანტინს სპეციალურ საკარანტინე ზონებში. ყველა ხარჯს საქართველოს მთავრობა დაფარავს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, კერძოდ – სტუდენტები, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას აპირებენ, უნდა ფლობდნენ მთავრობის მიერ დამტკიცებულ წერილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან. ასევე, მოქმედ ბინადრობის ნებართვას. გამონაკლისია ის შემთხვევები, თუ მომხმარებელი ფლობს ცნობას ბინადრობის გახანგრძლივების შესახებ.

უცხოელმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ და წარმოადგინონ “უცხოელი სტუდენტების რეგისტრაციის ფორმა“, რაც ხელმისაწვდომია StopCov.ge- ზე. ამის შემდეგ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა. ასევე, უნდა წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი შედეგი COVID-19– ზე, მიღებამდე 72 საათის განმავლობაში. უცხოელი სტუდენტები 12 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინში უნდა დარჩნენ საკუთარი ხარჯებით, ხოლო ამ ვადის დასრულების შემდეგ გაიარონ PCR ტესტირება ასევე საკუთარი ფინანსებით. მიმღები უნივერსიტეტები პასუხისმგებელნი არიან უცხოელი სტუდენტების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანასა და საკარანტინე სივრცეების ადმინისტრირებაზე.

უცხოელი ბიზნეს მოგზაურებისთვის კი საჭიროა, წარმოადგინონ “საქმიანი ვიზიტორებისთვის საქართველოში ვიზიტის შესახებ განაცხადის ფორმა” ჩამოსვლამდე მინიმუმ 48 საათის განმავლობაში. უცხოელი ბიზნეს მოგზაურებისთვის სავალდებულოა PCR ტესტის ჩატარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისთანავე და უნდა გაიარონ 24-საათიანი კარანტინი, სანამ PCR ტესტის შედეგი არ იქნება ცნობილი. ასევე, საქართველოში ყოფნის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა გაიკეთონ PCR ტესტი. ყველა ხარჯი უნდა დაფარონ თავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები