მირიან ნიკოლაძე: ეს სულიერი ხეიბარი სააკაშვილი, რასაც მთელი რვა წელი ებრძოდა, ყველაფერი ერთად შეუტანია “ნაციანალების” სარეკლამო რგოლში, როგორც პრიორიტეტები
ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო რგოლზე წერს.
მისი თქმით, იმას რასაც სააკაშვილი რვა წელი ებრძოდა ყველაფერი ერთად აქვს შეტანილი “ნაციონალური მოძრაობის” სარეკლამო რგოლში, როგორც პრიორიტეტები.
“ე,ი ჩემი პროფესიის პატრონს, რაც თაღლითები და შარლატანები უნახავს, რაღა გამიკვირდება, მაგრამ ეს სულიერი ხეიბარი სააკაშვილი რასაც მთელი რვა წელი ებრძოდა, ყველაფერი ერთად შეუტანია ნაციანალების სარეკლამო რგოლში, როგორც პრიორიტეტები:
ეკლესია, ვენახი, მოჭიდავეები…
აი, მო—–ან პიარშიკის კონტრ-ლოგიკა”, – წერს მირიან ნიკოლაძე.