გია ვოლსკი: ათასი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო, თუ როგორ სვავებივით ელოდებიან ოპონენტები სისხლისღვრას, არეულობასა და დაპირისპირებას, რათა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენონ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები და პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც შეეცდებიან, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბონ.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, თუ როგორ ცდილობდა კონკრეტული მედია, დამატებით პრობლემები შეექმნა საპოლიციო ძალებისთვის.

„ათასი მაგალითი შემიძლია, მოვიყვანო იმის, თუ როგორ სვავებივით ელოდებიან ოპონენტები სისხლისღვრას, არეულობასა და დაპირისპირებას, რათა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.
რასაკვირველია, ყველაზე არ ვსაუბრობ. პოლიციელების წინაშე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი, რომლებმაც თავისი მოვალეობა შეასრულეს და ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს. ოპერაცია ჯერ არ დამთავრებულა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებენ. არ მგონია, რომელიმე ადამიანი ვერ ხედავდეს, როგორ მიუთითებდნენ კონკრეტული ტელევიზიები, თუ სად იყვნენ განლაგებულნი პოლიციის ქვედანაყოფები და ბანკის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპერაციას გაერიდნენ, მაგრამ კონკრეტული ტერიტორიიდან ვერ გადიოდნენ. არ მგონია, ვინმემ ვერ შეამჩნია ის, თუ როგორ ცდილობდა კონკრეტული მედია დამატებით პრობლემები შეექმნა საპოლიციო ძალებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები