ამირან გამყრელიძე: ყველას ვურჩევ, პანიკას არ უნდა მივეცეთ

„პირველ ყოვლისა, ყველას ვურჩევ, რომ პანიკას არ უნდა მივეცეთ. რა თქმა უნდა, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა არის ტრაგედია, მაგრამ მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია“, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციაა ის, რომ ბინაზე და კოვიდსასტუმროებში იყვნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები.

„სამწუხაროდ, პანდემიებისა და ეპიდემიების დროს არის ფატალური გამოსავალი, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება, ვიდრე არის ხოლმე სამწუხარო გამოსავალი. აქ რეკომენდაცია არის ის, რომ ბინაზე და კოვიდ სასტუმროებში მკაცრად რეკომენდირებულია, რომ დარჩნენ მხოლოდ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები და ასევე, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საშუალო სიმძიმის ადამიანის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ ჯგუფებს არ განეკუთვნება. ამას წყვეტს ექიმი. რაც შეეხება შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემობლიური გართულება, რომელიც არის ძალიან იშვიათი გართულება, დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის და ასეთ შემთხვევას ძალიან იშვიათად, მაგრამ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები