ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა, ჯამურად, 1678-ს შეადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ახალინფიცირებულებს შორის 1469 სიმპტომიანი პაციენტია.

რაც შეეხება ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვს, გამყრელიძის თქმით, მათი რაოდენობა  1678-ს შეადგენს.

„ახალინფიცირებულთა შორის ყველაზე მეტი – 1469 არის სიმპტომიანი პაციენტები, ორი გახლდათ პაციენტი დიალიზზე ინფიცირებული. სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსივობით ინფიცირდება ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეს დილისთვის გვყავდა 90. სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია, ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. დღეისთვის ჩვენ გვყავს 1 678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2 პროცენტია. ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო, არამედ – საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებში, რადგან ქვეყანაში ინფექციის ინტენსიური შიდა გავრცელება გვაქვს. ეს მოულოდნელი არ არის, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლს კიდევ მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, რათა მაქსიმალურად დავიცავთ სამედიცინო პერსონალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები