ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ დავიცავთ რეკომენდაციებს, დამერწმუნეთ, რომ ამ ინფექციას დავძლევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა საყურადღებოა.

თუმცა, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ქვეყანა ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვა.

“შემთხვევათა ზრდა გვაქვს, მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, მაგრამ თუ ჩვენ დავიცავთ რეკომენდაციებს, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ ინფექციას დავძლევთ და ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვალთ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები