პაკისტანში სკოლა ააფეთქეს, არიან დაღუპულები, ათობით დაჭრილია

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, სემინარიის შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელიც მანამდე იყო შეტანილი. ასევე, აღინიშნება, რომ ინციდენტი ყურანის სწავლების დროს მოხდა.

ფშევარის პოლიციის უფროსის, მუჰამად ალი ჰანის თქმით, პირველადი გამოძიებით ირკვევა, რომ შენობაში 5,6-კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომელიც ჩანთაში იდო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები