თეა წულუკიანი: მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად – ბატონ მინისტრს

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის შს სამინისტროსა და კონკრეტულად უწყების მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფომ სისხლის ღვრა აიცილა თავიდან.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ჩვენ ვიხილეთ ყველამ ის ძარცვა და მძევლად აყვანა ათეულობით ადამიანის, პირველი შემთხვევაა, როცა მე მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენის ნებართვით, მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სამეგრელო ზემო სვანეთის მთლიან შემადგენლობას, თუმცა, ალბათ, არვინ მიწყენს, თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა, როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში მრავალი სხვა პოლიციელი იყო ვინც ბატონი ავთანდილის ადგილას ყოფნისთვის თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე გააკეთებდა ამ არჩევანს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისად ეს მადლობა ეკუთვნით მათ. ასევე მადლობა ეფუძნება იმას ჩემი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისა, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლის ღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ, თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ ალბათ არ ჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა, ბატონი მინისტრი პირველივე საათებიდან ზუგდიდში იმყოფებოდა და პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ამ პროცესს. მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, ის რომ ადამიანების სიცოცხლე იქნა გადარჩენილი, რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, სტანდარტი ადამიანის უფლებების ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულება არის ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე”,-აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები