სომხეთში კორონავირუსს კიდევ 16 პაციენტი ემსხვერპლა 973 დაინფიცირდა

სომხეთში კორონავირუსის 973 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 78 810 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 16 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 1196 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, 51 162 პირი გამოჯანმრთელდა, მკურნალობას 26 113 ადამიანი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები