საფრანგეთი ევროპის მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა
საფრანგეთი ევროპის უკვე მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუისთ ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გასულ კვირას მილიონიან ზღურბლს ესპანეთმა გადააბიჯა.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 51 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან 1 138 507 დადასტურებული შემთხვევაა.
Le Figaro-ს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 116 პირი ემსხვერპლა, რაც წინა დღესთან შეადრებით 22-ით ნაკლებია. პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში კოვიდ19-ს 34 645 ადამიანი შეეწირა.
აღინიშნება, რომ ტესტებზე დადებითი პასუხების რიცხვი 17%-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4,5% შეადგენდა.
საფრანგეთში ბოლო სამ დღეში ახალი 139 000 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ როდესაც მარტიდან მაისის შუა რიცხვებამდე ქვეყანას 132 ათასი ინფიცირებული ჰყავდა.
საფრანგეთში 54 დეპარტამენტში ე.წ.კომენდანტის საათი მოქმედებს.