ამირან სალუქვაძე – გაბუნიას: გგონიათ, ამ სისულელეებით ბიძინა ივანიშვილს ავნებთ რაიმეს? ან გგონიათ, გისმენთ და ნერვიულობს? ჩადით აბასთუმანში და ნახავთ, რითია დაკავებული

“გაბუნიას ახალ აღვირახსნილობას რომ ნახავ, პოლიტიკოსი ხარ, ჟურნალისტი, უფლებადამცველი, ექსპერტი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და საერთოდ, თუ ადამიანი გქვია და არ დაგმობ, ფსკერზე კი არა, ქაქში ზიხარ და გსიამოვნებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გაბუნიას ახალ აღვირახსნილობას რომ ნახავ, პოლიტიკოსი ხარ, ჟურნალისტი, უფლებადამცველი, ექსპერტი თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, და საერთოდ, თუ ადამიანი გქვია და არ დაგმობ, ფსკერზე კი არა, ქაქში ზიხარ და გსიამოვნებს.

გამოდიხარ, მამაკაცის გენიტალიებს პირდაპირი ტექსტით აჟღერებ, ხუნტრუცობ, ღლიცინებ… ესაა თქვენი მორალი, თქვენი მთელი ანატომია, ქართულისგან დაცლილი…

მერე გიკვირთ თქვენ მიმართ ყველა ჭკუათმყოფელის უარყოფითი დამოკიდებულება.

პუტინი გამოიწვია, ცოცხალია. ახლა ბიძინასა და ბერას იწვევს. თავისიანები გალახავენ ქუჩაში და ვის დაბრალდება? აი, მერე ჩაერთვებიან ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები, უფლებადამცველები, “ენჯეო”-ები, ჟურნალისტები…

არჩევნებამდე დაცვა დაუყენეთ, ოპერატიული თანამშრომლები მიამაგრეთ, გადამფრინავმა ჩიტმა თავზე არ დაასკლინტოს.

გგონიათ, ამ სისულელეებით ბიძინა ივანიშვილს ავნებთ რაიმეს? ან გგონიათ, გისმენთ და ნერვიულობს? ჩადით აბასთუმანში და ნახავთ, რითია დაკავებული. თქვენი აღვირახსნილი წინასაარჩევნო კამპანია მთვარის ჩრდილზე ახატია.

ისე, ქუთასის უნივერსიტეტზე სიუჟეტებს რომ აკეთებდით, აქ ისევ ჭაობიაო, არ გიგდებთ “მემორებში”?

ამიტომ გაგემიჯნათ ევროსაქები, მაგრამ იმდენს ვერ ხვდებიან, რომ თავის თავსაც უნდა გაემიჯნონ.

ვაი, თქვენს პატრონს!

P.S. გოგოლაძის ბოდვაზე მოგვიანებით. ძირითადი სპეციალობა ხომ გაგაგებინეთ გუშინ…”, – წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები