დავით ხვიბლიანი: ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, პირადად ჩემზე, თავდაცვის სამინისტროზე, სრული ნაძირალაა

ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, დავით ხვიბლიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სენაკის ბაზაზე მასზე  ზეწოლა ხორციელდება. ხვიბლიანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს სრული აბსურდია.

„ეს არის სრული აბსურდი და ის, ვინც ამ განცხადებებს , ის არის  ნაძირალა ადამიანი იმიტომ, რომ ამით მას უნდა,  თავდაცვის სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენოს. მე არავის მივცემ უფლებას, მინდა – ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ჯარისკაცების, რიგითიდან დაწყებული მაღალი რანგის ოფიცრებით დასრულებული, არავის მივცემ მათი შეურაცხყოფის უფლებას. მით უმეტეს, იქედან გამომდინარე, რომ რაღაც განცხადებები იდება, რომ თურმე ჩემზე ზეწოლა ყოფილა და  ნაცემი ვყოფილვარ. ყველასთვის ცნობილია, რომ მე ჩემი სამხედრო მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლში ვარ, დღესაც ვიყავი ჩემს საქმეებზე გასული და არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, პირადად ჩემზე, თავდაცვის სამინისტროზე, სრული ნაძირალაა ის ადამიანი. ის ადამიანი ადამიანი არაა. ის არც ფორმას სცემს პატივს, არც არავის სცემს პატივს“, – განაცხადა ხვიბლიანმა.

ინფორმაცია ხვიბლიანის წამების შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მის განცხადებას თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და ინფორმაცია უარყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები