გერმანიაში ინსტიტუტის დაწვა სცადეს, სადაც კორონავირუსის სტატისტიკას იკვლევენ

უცნობმა პირებმა გუშინ, გვიან ღამით ბერლინში მდებარე, რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის დაწვა სცადეს, სადაც კორონავირუსის სტატისტიკას იკვლევენ მთელი გერმანიის მასშტაბით. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბერლინის პოლიცია ავრცელებს.

“გასულ ღამეს რობერტ კოხის ინსტიტუტის შენობის ფასადს უცნობი პირები ასაფეთქებელ მოწყობილობებს ესროდნენ”, – ნათქვამია პოლიციის პრესრელიზში.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავმა დაახლობით 2:40 საათზე რამდენიმე ადამიანი შეამჩნია. ისინი ინსტიტუტის ფასადს ბოთლებს ესროდნენ. ინციდენტის შედეგად, შენობის ფანჯარა ჩაიმსხვრა, მცირე ხანძარი მალევე ჩააქრეს, თუმცა, არავინ დაზიანებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები