ავღანეთში “ალ-ქაიდას” ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა “ალ-ქაიდას” ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის აბუ მუხსინ ან-მასრის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ძებნილი ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.

ვაშინგტონი თვლის, რომ აბუ მუხსინ ან-მასრი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს ფინანსურ დახმარებას უწევდა. მას ადანაშაულებდნენ შეთქმულებაში ამერიკის მოსახლეობის მოკვლის მიზნით.

“ალ-ქაიდას” ლიდერის ლიკვიდაცია ავღანეთის აღმოსავლეთით ღაზნის პროვინციაში სპეცოპერაციისას მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები