საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 429 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 106 ადამიანი იმყოფება.

“ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403  მკურნალობს ბინაზე”,- აღნიშნა სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები