ბერდია სიჭინავა: კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში, 551 კი აჭარაში გამოვლინდა

“დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა   28 431-ს შეადგენს”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ, კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 928 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა   28 431-ს შეადგენს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 604 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს  10 767-ს.

სამწუხაროდ, 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, სულ  201 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს.

დღეს გამოვლენილი 1 928 შემთხვევიდან, თბილისში არის – 788, აჭარაში – 551, იმერეთში – 245, ქვემო ქართლში – 87, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 93, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 27,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 437. 3 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 1 893, აჭარაში – 714; მძიმე პაციენტი – 429, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში – 59, აჭარაში – 25. 2 268 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 247 – აჭარაში, ხოლო 741 – თბილისში; 11 403  მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 868, აჭარაში-2 059.

სულ,  6-24  ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია  8 296 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 26 533 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 237 ადამიანი, აჭარაში – 10 245, იმერეთში – 3 861.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას”, –  აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები