მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 141 000-ს გადააჭარბა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 141 000-ს გადააჭარბა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 141 567 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 055 863 ადამიანი დაინფიცირდა.
მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 465 322 შემთხვევა გამოვლინდა, 6 572 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.