ანგელა მერკელი პანდემიის შეჩერებისთვის მოქალაქეებს კონტაქტების შემცირებისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, მოქალაქეებს პირადი შეხვედრების შემცირებისკენ მოუწოდებს, რათა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გავრცელება შეჩერდეს.
“ჩვენ არ ვართ უძლურები ვირუსის წინააღმდეგ. ჩვენი ქცევა განაპირობებს, თუ რამდენად სწრაფად და ძლიერად გავრცელდება ის”,- განაცხადა ანგელა მერკელმა ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, დღეს მთავარი წესია – ” შემცირდეს კონტაქტები და იყოს რაც შეიძლება ცოტა ხალხთან შეხვედრა. თუ კი ჩვენ ყველანი დავემორჩილებით ამ წესს, შანსი გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, პანდემიის შედეგად გერმანიაში 10 003 ადამიანი, ხოლო უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 49 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი, 418 ათასს გადააჭარბა.