“IMF-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში სპიკერის სტატუსით ივანე მაჭავარიანის მიწვევა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში”

“IMF-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში სპიკერის სტატუსით ივანე მაჭავარიანის მიწვევა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში”, – წერს თავის Facebook პოსტში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

მისი თქმით, პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველო საერთაშირისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უპრეცედენტო ფინანსურ მხარდაჭერას იღებს და გრძნობს ამ ორგანიზაციების ყურადღებას.

“გარდა იმისა, რომ ქვეყანამ მიიღო რამდენიმე მილიარდიანი ფინანსური მხარდაჭერა, მას უსმენენ კიდეც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) გამართა ყოველწლიური შეხვედრა და ამ შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა კავკასიისა და ცენტრალური აზიის პრობლემები და ამ რეგიონის ვითარება. რეგიონის წარმომადგენლის და სპიკერის სტატუსით კი შეხვედრაზე გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი. სასიამოვნოა, რომ რეგიონის სიტუაციაზე სასაუბროდ შერჩეულ იქნა სწორედ საქართველო. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს აქვს მაღალი რეპუტაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდში და ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ როგორია საქართველოს მთავრობის ხედვა – რა გზებით შეიძლება დაიძლიოს არსებული კრიზისი როგორც რეგიონში, ისე გლობალურად. მსოფლიო კრიზისი გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება. ამ ფონზე, როცა საქართველოს ავტორიტეტს ანიჭებენ დიდ ყურადღებას, ვფიქრობ, რომ იმედი შეიძლება გვქონდეს სსფ-ს მუდმივი დახმარების და მხარში დგომის, რამაც სწრაფად უნდა დააბრუნოს ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტრენდზე,“ – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები