პოლონეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის პრესმდივანი ბლაჟეი სპიხალსკი ავრცელებს.

“გუშინ პრეზიდენტ ანჯეი დუდას კორონავირირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. შედეგი დადებითია”,- წერს სპიხალსკი სოციალურ ქსელში.

პრესმდივანის თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები