კახა კახიშვილი ზუგდიდში თავდასხმაზე: სნაიპერს რომ ესროლა, რას ვუზამდით ხელყუმბარას, რომელიც აფეთქდებოდა

ისანში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სტუმრობისას ზუგდიდში ბანკზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, სამართალდამცველებმა უზენაესი პრინციპიდან ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე იმოქმედეს, რაც იმ მომენტში უპირველესი მიზანი იყო.

„ეს იყო ძალიან სახიფათო მოვლენა, როცა 49 ადამიანის სიცოცხლე იყო ერთი ადამიანის ხელში, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი. ის ვა-ბანკზე წავიდა და იყო ყველაფრისთვის მომზადებული, იარაღიც კარგად იცოდა და გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა.

ხელყუმბარა, რომელიც თავდამსხმელს ჰქონდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედების რადიუსის მქონე იყო. სნაიპერს რომ ესროლა, რას ვუზამდით ყუმბარას, რომელიც აფეთქდებოდა?“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თავდასხმის ფაქტზე მსჯელობა მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული იფნორმაციით არასწორია, რადგან სისხლის სამართლის საქმეში მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაცია დევს, რომელიც ჯერჯერობით ვერ გასაჯაროვდება.

„ამ მოვლენის შეფასება მხოლოდ იმით, რაც მასმედიის საშუალებებით გაიგე, არ შეიძლება. იმიტომ, რომ არის კიდევ სხვა ტიპის მასალები, რომლებიც მედიაში არ მოხვდა, მაგრამ არის სისხლის სამართლის საქმეში და მათი გასაჯაროება ამ მომენტისთვის არ შეიძლება.

ამას ვამბობ მე, როგორც ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა და ისუტიციის სამინისტროშიც ვმუშაობდი, ასევე ვიყავი სასჯელაღსრულების სისტემაში. ვიცი რა ტიპის ინფორმაცია არის ზედაპირზე და რა მოჰყვება ამას შლეიფად. კიბატონო, ცუდია, რომ იმ მომენტში ადამიანი წავიდა, მაგრამ სასწორზე 49 ადამიანის სიცოცხლე იდო“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადებები, რომელიც ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა, სპეცოპერაციისთვის ხელისშემშლელი და პოპულისტური იყო.

„ყველაზე ადვილი იყო ბრონირებული ნაწილი მიგეშვა და მოქმედება დაეწყოთ, მაგრამ შემდეგ ოპოზიცია დაიწყებდა განცხადებებს, ხედავთ რა ხელისუფლება გვყავს, ხახლი ამოაჟლეტინა თავდამსხმელს და ა.შ.
როცა პოლიცია ატარებს სპეცოპერაციას, არავის აქვს განცხადებების გაკეთების უფლება, რადგან მე ვიცი, როგორ შეიძლება ამან სამართალდამცველებს ხელი შეუშალოს.

როდესაც ადამიანს პრეტენზია გაქვს, რომ რაღაც გესმის, შეფასება რაღაც მოვლენის იმით, რასაც შენ გაწვდიან, უბრალოდ არასერიოზულია“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ინფორმაციითვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.
თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები