დათო ხვიბლიანი: ბრალდებები, თითქოს, თავდამსხმელის თანამზრახველი ვიყავი, ცილისწამებაა

„რაც ჩემზე თქვეს და რასაც ავრცელებენ, თითქოს,, მე თავდამსხმელის თანამზრახველი ვიყავი, ეს სრული ცილისწამებაა, ჩემი ღირსებაც შელახეს”, – ამის შესახებ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს მძევლად აყვანილმა პირმა, დათო ხვიბლიანმა განაცხადა.

“არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც მე მგონი ქართველისა და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი, რაც  უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე პასუხი გავეცი. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, თუ საჭირო იქნება, გამოძიება იტყვის ყველაფერს. სერგო ჩაჩიბაია ვინ არის საერთოდ, არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, – განაცხადა ხვიბლიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები